ყველაზე პატარა ჯგუფში ტექნიკა მთავარი არ არის. აი, რაზე ვმუშაობთ სინამდვილეში.
მშობლები ხშირად გვეკითხებიან, რატომ თამაშობენ პატარები ვარჯიშის დიდ ნაწილს, ნაცვლად იმისა, რომ სავარჯიშოები გააკეთონ. პასუხი მარტივია: ამ ასაკში სწორედ თამაშია სავარჯიშო.
კოორდინაცია და მოძრაობა. სირბილი, ხტომა, მიმართულების შეცვლა, წონასწორობა. ეს უნარები ფეხბურთს სცილდება და მოგვიანებით ყველა ტექნიკური ელემენტის საფუძველი ხდება.
ბურთთან პირველი შეხება. ბურთის გაჩერება, ტარება, მარტივი დარტყმა. აქცენტი რაოდენობაზეა — რაც მეტჯერ შეეხება ბავშვი ბურთს, მით უფრო ბუნებრივი ხდება მოძრაობა.
ჯგუფური გარემო. რიგში დგომა, მწვრთნელის მოსმენა, თანატოლთან ბურთის გაზიარება. პირველ თვეებში ეს ხშირად უფრო რთულია, ვიდრე ნებისმიერი ტექნიკური ელემენტი.
მოგებისა და წაგების გადატანა. მცრე თამაშები სწორედ ამისთვისაა. სწავლობენ, რომ წაგება დღის დასასრული არ არის.
რაც ამ ასაკში შეგნებულად არ კეთდება: პოზიციებზე მკაცრი მიმაგრება, ტაქტიკური სქემები და ფიზიკური დატვირთვა გამძლეობაზე. ეს ყველაფერი მოგვიანებით მოდის და უფრო სწრაფად ითვისება, თუ საფუძველი სწორად ჩაიყარა.